temur25: (Default)
[personal profile] temur25
სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,
და გამყიდველი ნათესავია,
მუხათგვერდელო! ვისთვის იბრძოდი?
დაწიე ხმალი, თუ გიკავია.

სადაც ამდენი მტერს შესციცინებს
და მისგან მადლის მათხოვარია,
აღარ მინდოდეს იქ ქართველობა,
გამოვიცვალო,დროა,გვარია.

სადაც ნორმაა საკუთარ კარში
მტრის გასახარად გოლის გატანა,
სადაც ეშმაკის არის შაბაში
და მეჯლისს უძღვის ვოვას სატანა.

სადაც ამდენი ფულის მონაა,
სადაც ამდენი გამყიდველია,
მუხათგვერდელო! მე შენს საფლავთან
დღეიდან მოსვლის უკვე მრცხვენია.

სადაც ჩოჩორი მომღერალია,
სადაც ჯვარს აცმევს ხატებს ურია,
იქ დაბრუნება ძმებო დღეიდან
არც მიხარია და არც მწყურია.

რაც გავიარეთ,სისხლით გვივლია
და არსად იყო გზა იოლია.
მუხათგვერდელო! ნუღარ ადგები ,
ზღვას პინგვინი სვამს, განა თოლია?

სადაც ამდენი პინგვინი ცხოვრობს,
სადაც ამდენი ფულის ხამია,
იქნებ არ ღირდა ამ სამშობლოსთვის
მოგერგო მსხვერპლის მოსასხამია.

სადაც ამდენი ვირიშვილია,
სადაც სიმღერას ჰქვია ყროყინი,
სადაც საამოდ ყურთსასმენია
პანტით გამძღარი დათვის ბლოყინი.

ისევ დათვია ჩვენი ბაბა და
ისევე "ურა",ისევ "ლეპუტა"
მომავალი კი დღეს პინგვინებმა
ჩაყლაპა,მიაგიტლერკაპუტა.

ისევ ამოდის მზე ჩრდილოეთით,
ისევ დათვია ჩვენი ბაბა და
არ იბადება ალგეთს Lეკვები
დათვის ბელებმა მიალამბადა.

რად გინდა ჯვარი,თუ არ ანათებს,
იმისი მადლის სულში ლამპადა,
ბოდიში DეDებს!!!! საქართველოსთვის
მუხათგვერდელი ვინაც დაბადა.


ვაი,შენ ჩემო დიდო ილიავ,
ბოდიში კაკო,ვაჟავ ,საბავ და
ქართული სული რუსულ ოცნებას
გადავაყოლეთ... წუხელ ჩაბარდა.

რაც არი, არის.რაც გვითესია
მოვიმკით ხვალე,არ ღირს დავა და
დღეს საქართველო Fურთხის ღირსია:
დღეს საქართველო მუხლზე დავარდა.

დღეს პინგვინებმა ივერის ცაზე
არწივის ნაცვლად შეჰკრეს კამარა,
და ცრუ ოცნებამ ჩემი ოცნება
კიდევ ასი წლით დაასამარა.

ერთმა პინგვინმა ტაძრის სანაცვლოდ
მთლად საქართველო დღეს დაიადა
და შესაკრებთა გადანაცვლებით
ლენინიადობს პინგვინიადა.

არც არჩევანი,არც არადანი,
ისევ მონობის შეიქმნა ნება
შემოდგომას კვლავ მოსდევს ზამთარი,
გაზაფხული კი აღარ იქნება.

Спасибо [livejournal.com profile] dito777
http://tikandelaki.livejournal.com/318210.html?thread=35820290#t35820290
Для тех кто не владеет, как вариант еще одно шикарное стихотворение на схожую тему:)

Date: 2012-10-06 05:56 pm (UTC)
From: [identity profile] iraklyjip.livejournal.com
მაგარი ლექსია!

Date: 2012-10-06 06:02 pm (UTC)
From: [identity profile] temur25.livejournal.com
Такими темпами можно сборник издать)

Date: 2012-10-06 09:01 pm (UTC)
From: [identity profile] mjora.livejournal.com
Если я не ошибаюсь и это тот Дито которого я знаю,то это ...мой родственник)))

Только вот этого не надо писать:

სადაც ჯვარს აცმევს ხატებს ურია
(((((((((((((((


Довольно пафосное стихотворение и слишком много в нем идентичных мыслей тех же бидзинистов Ягрузинского содержания.
Грузия должна помнить и ЗНАТЬ прошлое(что я по мере сил и времени периодически делаю))) Однако сила Грузии в будущем и настоящем ,а не замашки из средневековья .

Date: 2012-10-07 07:21 am (UTC)
From: [identity profile] temur25.livejournal.com
Видно, что человек на вдохговении писал)

Date: 2012-10-06 09:06 pm (UTC)
From: [identity profile] iko-a.livejournal.com
ვერ ჩავიკითხე, ჩემი ძმები გამახსენდა, რომ მივალ მაგათთან პასუხს მომთხოვენ დღევანდელობაზე...

ლექსი

Date: 2014-04-01 03:47 pm (UTC)
From: (Anonymous)
ძალიან მომეწონა თქვენი ლექსი. იგრძნობა გულიდანაა ამოსული. აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი და თუ არ გეწყინებათ რამდენიმე კუპლეტს წავიღებ

Profile

temur25: (Default)
temur25

April 2017

S M T W T F S
      1
23 4 5678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30      

Most Popular Tags

Style Credit

Expand Cut Tags

No cut tags
Page generated Jul. 15th, 2025 03:00 am
Powered by Dreamwidth Studios